ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია დესტრუქციულ ოპოზიციასთან - პრემიერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ხშირად სრულ თანხვედრაშია საქართველოში „მოქმედ მტრულ ძალებთან“. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ბელარუსს სხვადასხვა გზით ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში ითრევენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ძალიან განიცდის იმას, რაც უკრაინაში ხდება.

„ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები და ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულაციების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს.

ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი“, - უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ჩავიდა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ამას წინათ, ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ NATO და პასუხი ძალიან მარტივია: როცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, მხოლოდ ომის გარანტიებია... ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ უნდა, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. აქ მხოლოდ ორი ალტერნატივაა - ან ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ერებს, თუმცა სხვადასხვა გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ არ სმენიათ მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად მოჩვენებითი ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფოთა ლიდერებს მიმართა, იფიქრონ როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცების, ისე იმ ერების იმედგაცრუებაზე, ვისთვისაც უკრაინის ბრძოლა იმედის მიმცემია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).