კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ძლიერი საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ განცხადებით დღეს მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი - ხმები.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც გაერთიანებაში თქვეს, „ძლიერი საქართველო“ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს 26 ოქტომბრიდან არ აღიარებს და დღეს ამის „ფორმალურად გაფორმების“ საშუალება აქვთ.

ამასთან, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ძლიერი საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური გაერთიანებების მხარდამჭერები „არ დარჩნენ წარმომადგენლობითობის გარეშე“.

„მნიშვნელოვანია, ოპოზიციის თანამშრომლობა როგორც ერთმანეთთან, ისე სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ავიდეს პრინციპულად ახალ ეტაპზე, გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, უფრო ორგანიზებული და უფრო წარმომადგნელობითიც. ამიტომ, ჩვენ მათ ვთავაზობთ ახალი წარმომადგენლობითი სტრუქტურის შექმნას, რომელსაც შეიძლება ალტერნატიული პარლამენტი ეწოდოს.

ჩვენ გვჭირდება ასეთი წარმომადგენლობითი ორგანო სამი მნიშვნელოვანი მიზნისთვის საბრძოლველად - უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკეთესი წარმომადგენლობა, უკეთესი კოორდინაცია, უკეთესი ორგანიზაცია; მეორე - ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატია და ერთობლივი ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ მოხდეს ამ გაყალებული შედეგების ლეგიტიმაცია ჩვენი პარტნიორების მიერ და მეორე მხრივ, ფასის გადახდა მოუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. მესამე - ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ ახალი პოლიტიკური პროგრამების შემუშავება, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რათა საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები განაახლოს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც „ქართული ქარტიით“ აქვს აღებული ოპოზიციას“, - აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.

საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით გუშინ ცესკოს „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მიმართა. კოალიციის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილის მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პირდაპირ პარლამენტს მიმართავდნენ, ის დეპუტატი, რომლის მანდატიც გაუქმდებოდა, სიიდანვე სხვა დეპუტატით ჩანაცვლდებოდა. „ცესკოს აქვს სამი დღე იმისთვის, რომ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე გაგვცეს პასუხი. თუ ამ დროში პასუხს არ მივიღებთ, ავტომატურად ჩაითვლება, რომ სიები ჩახსნილია. ამის შემდეგ დაიწყება ინდივიდუალური განცხადებების პროცედურები“, - თქვა კოპალეიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაატარა და 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ - 61.

კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არ ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მათივე განმარტებით, პარლამენტის გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).