საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას და განმარტა, რატომ თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი აშშ-ში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები უნდა განეხილათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონით, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი „კრემლით შთაგონებულს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას, გავლენა ექნება საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
ელჩმა დანიგანმა 2 მაისს განაცხადა, რომ ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა, ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
პარლამენტმა 3 აპრილს დაინიცირებული რუსული კანონი 1-ელ მაისს უკვე მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე ორი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტის შენობის წინ, კონტრაქცია მოაწყო, სადაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური გზავნილებით გამოვიდა. ის თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი უცხოეთიდან დაფინანსებულ „აგენტურად“ მოიხსენია.
რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და რუსული კანონის გაწვევის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კანონის მიღებას აპირებს.
ამ თემაზე:
შავგულიძე: ეს კანონი დაგვტოვებს მარტოს რუსეთის წინაშე, გაგვაუცხოებს ცივილიზებული სამყაროსგან
