„გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას“, - უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, 3 ოქტომბერს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ლავროვმა ბჟანიას მიულოცა მოსკოვის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების 15 და „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავი“.
მოსკოვმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ“ რესპუბლიკებად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ“ რესპუბლიკებად აღიარებს ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა უკრაინაში, ომში მონაწილე რუსი მებრძოლებისთვის „რეგულარული ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.
თავის მხრივ, ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ამის მაგალითებად ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება, ასევე, სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტი დაასახელა. რუსეთის პრეზიდენტმა ივლისში ხელი მოაწერა კანონს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. ე.წ. აფხაზური პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობა დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების უფლება აქვთ რუსებსაც. რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, ის 49 წლით რუსეთს გადაეცა.
რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ბჟანიამ თქვა, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს და განიხილავს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობას, თუ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
„თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს.
ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს“, - თქვა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 ოქტომბერს სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალან გაგლოევსაც შეხვდა. 4 ოქტომბერს კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდება.
![](/images/2023/OCTOBER/03.10/Alan%20Gagloev.jpg)
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, გახშირებული შეხვედრები ცხადყოფს, რომ რუსეთი „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას ამზადებს“.
„სოჭში გამართული შეხვედრები და იქ გაკეთებული განცხადებები ძალიან სახიფათოა და მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის გააქტიურებული პოლიტიკა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და შეხვედრების ინტენსივობა ცხადყოფს, რომ რუსეთი ამზადებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რაზედაც ძალიან ბევრჯერ გავაფრთხილე ჩვენი ხელისუფლება. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, გააკეთოს მკვეთრი საპროტესტო განცხადებები და პროცესში ჩართვისკენ მოუწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს“,- აღნიშნავს დავითაია.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)