მაია სანდუს თქმით, თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მას დააკავებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოლდოვა შეასრულებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებს, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევრონიუსის“ ჟურნალისტმა სანდუს ჰკითხა, დააკავებს თუ არა მოლდოვა პუტინს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ბრალდებული.

„დიახ. მოლდოვის რესპუბლიკა სისხლის სამართლის სასამართლოს ხელშეკრულების ხელმომწერია და ის პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ასევე, ბავშვის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. ორივე მათგანს ბრალი ედებათ ომის დანაშაულში, კერძოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა, პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე დაადგინეს - არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელი არიან უკრაინის მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც უკრაინელ ბავშვებს ზიანი მიაყენა.

რუსეთის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ამ სასამართლოს იურისდიქციას არ სცნობს: „რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს, დაკავების „რეცეპტები“ კი, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო იძლევა, ჩვენთვის იურიდიულად უსარგებლოა“.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სამ დღეში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პროკურორ კარიმ ხანისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. კარიმ ხანს უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს პროკურორზე ძებნაც გამოაცხადა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულება - რომის სტატუტია, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 124 ქვეყანა აწერს. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წელს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე ან მისი მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც ვრცელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).