„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მაკრონის სატელეფონო ზარს ეხებოდა.
„მაკრონს ვინ ეკითხება ლეგიტიმაციის მინიჭებას საქართველოს ხელისუფლებისთვის. საერთაშორისო ლეგიტიმაცია არის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიით, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და წერტლი. დამთავრდა. რას ეკიდებით ახლა, ხვდებით? საერთოდ არავინ არ იყო და მოქალაქეს დაურეკა? მმართველი გუნდის, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან დარეკა. არ არის ეს ლეგიტიმაცია, როგორ არის? ლეგიტიმაცია რატომ უნდა იყოს? მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება, კაცო, ნუ გადამრიეთ. თავის პრემიერს ვერ იმას შვრება.. პარტიასთან რაზეც დარეკა, პარტიული პასუხი მიიღო“, - განაცხადა მდინარაძემ.
11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინციიატივით, მასსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.
კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გაავრცელა, თუმცა გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, მოითხოვა ყველა თვითნებურად დაკავებულის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა. გარდა ამისა, მაკრონმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ ტრაექტორიას გადაუხვია და ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა. „ქართული ოცნების“ მიერ მოგვიანებით გავრცელებული დამატებითი განცხადების მიხედვით, ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და პოლიცია აქციებზე „ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“.
13 დეკემბერს ემანუელ მაკრონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება“.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა მიულოცა.
