თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დისკრიმინაციად იქნა მიჩნეული მარნეულის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება 400 ათასი ლარის ოდენობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 5 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 6 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მარნეულის მერიამ მიმართა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, მამუკა შუბითიძის ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 8 დეკემბერს გამოაცხადა.
საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლითაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, „მოსახლეობის სულიერების ამაღლებისთვის“, ყოველ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარს იღებდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას და „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ სახელით, 2019 წელს გაასაჩივრა. 2022 წლის 1-ელ ივლისს, ბოლნისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძემ აღნიშნული ნორმა ბათილად ცნო და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებული აფილაციის შთაბეჭდილებას“.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული იყო და თუ ის ძალაში დარჩებოდა, სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოუწევდათ ეპარქიების დაფინანსებაზე უარის თქმა.
ვიდრე თბილისის სააპელაციო სასამართლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ეპარქიის დაფინანსება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებული ჰქონდა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ ჯამში 1 550 000 ლარი მიიღო. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმია.
