2024 წლის მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც ადრეული კვლევები დაფინანსდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
რამდენიმე კვირაა, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია - „მინდა ვიცოცხლო“ იმართება. აქციის მონაწილეები 25 000-ლარიანი წლიური ლიმიტის მოხსნას და სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის სრულად, ინდივიდუალურად დაფინანსებას ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც ონკოპაციენტები ამბობენ, დაფინანსების გამოყოფა ხშირად ერთი-ორი თვე გვიანდება მაშინ, როდესაც ყოველი დღე შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თითოეული ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
„2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე, ონკოქირურგიის სერვისები.
კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს ჯანდაცვის სამინისტრო რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იგეგმება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრა, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
