ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
25-გვერდიან დოკუმენტში სათითაოდ არის განხილული რუსული კანონის დებულებები და მათი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ექსპერტები დასკვნის სახით წერენ, რომ:
- კანონის გარკვეული ასპექტები ბუნდოვანია. კერძოდ, განიხილება თუ არა სესხები შემოსავალად, არაპირდაპირი შემოსავლების მოცულობა, რომელიც შემოსავლის კონკრეტულ წყაროს აქცევს კანონის მოქმედების ფარგლებში, რეგისტრაციის მოთხოვნის და ფინანსური დეკლარაციის შევსების ბოლო ვადა კანონის ძალაში შესვლის შემდგომ წლებში. ამასთან, ამ პრობლემების აღმოფხვრა საკმარისი არ იქნება კანონის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
- კანონი არ არის შესაბამისობაში მოთხოვნასთან, რომ შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების თავისუფლების უფლებაზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს აუცილებელი;
- კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად ვრცელდება სუბიექტებზე, მიუხედავად იმისა, რომ 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტიდან ცხადია, რომ მათი საქმიანობა სრულიად ლეგიტიმურია;
- კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის შესაძლო ჩართვა, კანონის უკუძალა აშკარად თვითნებურია, რადგან ორგანიზაციები ვერ გაექცევიან რეგისტრაციის ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება;
- კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის შევსების მოთხოვნებს მაშინ, როდესაც შემოსავლის წყაროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება შესაძლებელია მიღწეული იყოს ორგანიზაციების ვებ-გვერდზე დეტალების გამოქვეყნების მოთხოვნით, რაც, როგორც ცნობილია, ბევრი ორგანიზაციის შემთხვევაში ისედაც ხდება;
- ბევრი დებულება აწესებს მოთხოვნას ისეთი პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესახებ, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ უცხოური ძალებისგან მიღებული შემოსავლის წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან;
- კანონით ხდება მონიტორინგის უფლებამოსილების შემოღება, რომელიც ძალიან ფართოა და ეხება ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას და არა მხოლოდ მათ, ვინც კანონის დებულებების მიხედვით, განიხილებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად. ეს მონიტორინგი ზედმეტად ინტრუზიული იქნება მისი დიაპაზონით და სიხშირის გათვალისწინებით;
- კანონი შეიცავს დებულებებს ჯარიმებზე, რომლებიც აშკარად გადაჭარბებულია მარეგულირებელი ღონისძიებისთვის;
- კანონის მოთხოვნების არაპროპორციული ბუნება გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის;
- კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მის დებულებებში არაფერია, რაც დაადასტურებდა, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროს მიხედვით და არა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე;
- კანონის დასაბუთებულობის ამ სისუსტეს ემატება ისიც, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს ორგანიზაციების გაუმართლებელ სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ ისინი უცხოური ძალის ინტერესებს გამტარებლები არიან უბრალოდ მათი ზოგიერთი შემოსავლის წყაროს გამო. ასეთი კავშირი გაუმართლებელია, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობების შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონთან და კონსტიტუციასთან, ისე საერთაშორისო ვალდებულებებთან და მოვალეობებთან, რომლებიც საქართველო თავად იკისრა;
- რომ შევაჯამოთ, ამ კანონისთვის არ არსებობს დასაბუთება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ. პრეზიდენტმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.