საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა თქვა, რომ ის, რაც თბილისში მოხდა, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მათ მიერ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო.
„ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტის გამოხატვა და იყენებს სპეცრაზმის, რათა ძალადობით დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები. პოლიცია გაქცეულ მომიტინგეებს მისდევდა და ხელკეტებს ურტყამდა, ალყაში აქცევდა მათ და მიწაზე მყოფებს უმოწყალოდ სცემდა. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, პოლიციამ ჩაატარა ის, რაც სადამსჯელო ოპერაციად გამოიყურება.
ჩვენ მოვუწოდებთ ძალის გამოყენების ყველა შემთხვევაზე სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიებას ჩატარებისკენ და იმ პირების პასუხისგებაში მიცემისკენ, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო გამოყენებაზე. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
Amnesty International-ი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ცდილობს შეზღუდოს გაერთიანების თავისუფლების უფლება და აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაშავებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას“.
რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. 16 აპრილს, გვიან ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. აქციის რამდენიმე მონაწილე, მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 მოქალაქე დააკავეს, 16 აპრილს - 11, 17 აპრილს კი - 2. დაკავებულთა შორის არის პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელზეც პოლიციამ იძალადა. სამართალდამცველებმა სცემეს პარლამენტის წევრს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსაც, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა. დეპუტატის თქმით, მას ნეკნი აქვს გატეხილი.
