საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.
დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს“, - თქვა კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს წარმატება უსურვა და დაპირდა, რომ ოლიმპიური გუნდის მიმართ მთავრობის მხარდაჭერა წლიდან წლამდე გაიზრდება.
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დასრულდება. ოლიმპიადის ლიცენზია 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა:
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
- ლაშა გურული (კრივი)
- გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
- გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
- ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
- გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
- რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
- რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
- ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
- სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
- ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
- შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
- ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
- ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
- გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, 60კგ.)
- ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ.)
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ.)
- ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ.)
- ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ.)
- ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ.)
- გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
- ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ.)
- ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, 63 კგ.)
- სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, 73 კგ.)
- ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა - რბენა, 100 მ)
- ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
- ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)
ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.