საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა. ამნისტია მხოლოდ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა - ნაგებობები, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ხარვეზიანია და შესაბამისად, ეს ობიექტები ვერ იქნება სრული მოცულობით ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში. გარდა ამისა, ამ პრობლემას ასევე უკავშირდება დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, რაც მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.
ამნისტიის პროექტი გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა -ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ესენი უნდა იყოს ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ტურისტულად აქტიურ ზონებში, მცხეთაში, ყაზბეგში, ხევსურეთში, თუშეთში, სვანეთში და სხვაგან უნებართვოდ აშენებულმა სახლებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გარემო მნიშვნელოვნად დაამახინჯა.
ქალაქი მცხეთა და იქ მდებარე სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში 1994 წელს შეიტანა, თუმცა 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში გადაიტანა. სწორედ ამ მიზეზით, 2015 წელს, მცხეთაში სამშენებლო მორატორიუმი გამოცხადა. 2017 წელს სამშენებლო მორატორიუმი გამოცხადდა უშგულშიც - შეჩერდა ნებართვების გაცემა, მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად ამ და სხვა რეგიონებში უნებართვოდ მშენებლობა მაინც გრძელდებოდა.
