სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სხდომაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ფაშინიანის თქმით, ОДКБ არ დაეხმარა სომხეთს თავი დაეცვა აზერბაიჯანის აგრესიისგან, როდესაც ერთ ღამეში მხარი დაუჭირა ყაზახეთს, რამაც ასტანას საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა სახელმწიფოს შიგნით ქაოსი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სომხეთი ამთავრებს თავმჯდომარეობას ОДКБ-ში. მიუხედავად იმისა, რომ საიუბილეო წელი იყო, სომხეთისთვის ეს საერთოდ არ იყო საიუბილეო წელი. ორი წლის განმავლობაში ОДКБ-ს წევრ ქვეყანას აზერბაიჯანი სულ მცირე სამჯერ დაესხა თავს და ფაქტობრივად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი ОДКБ-სგან აზერბაიჯანის აგრესიაზე, რაც დიდი დარტყმაა ОДКБ-ს იმიჯზე. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენი მოკავშირეების ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე დაძაბულობაზე. იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ჩვენი მოკავშირეების მიდგომების კოორდინაციას და მივაღწევთ შეთანხმებას პრობლემურ საკითხებზე“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ იმედი აქვს, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. პუტინის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების კომპლექსური მოწესრიგების საკითხს.
„ჩვენი ყურადღება გამახვილდება სომხურ-აზერბაიჯანული კომპლექსური დარეგულირების ძალისხმევის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბუნებრივია, ეს მწვავე საკითხია, რომელსაც ჩვენი ყურადღება სჭირდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სოჭში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კარგი საფუძველია შემდგომი ფუნდამენტური საკითხების გადასაჭრელად.
ОДКБ-ს სამიტის პარალელურად, დღეს, ერევანში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გამოსვლის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეჭრისა და ამ სტრუქტურის უმოქმედობის შემდეგ, სომხეთს სასწრაფოდ უნდა დაეწყო ეს პროცესი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.
ხელშეკრულების მეოთხე საკვანძო მუხლის მიხედვით: „თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფო წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის აგრესიის სუბიექტს, ეს აღიქმება, როგორც აგრესია ხელშეკრულების წევრი ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის განხორციელების შემთხვევაში, ყველა მონაწილე სახელმწიფო მიაწოდებს მას საჭირო დახმარებას, მათ შორის, სამხედროს და მხარს დაუჭერს გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით მინიჭებული კოლექტიური თავდაცვის უფლების განხორციელებაში“.