პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო კიდევ ერთხელ დაესხა თავს და გააკრიტიკა ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც გასულ კვირას, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პირადი თავდასხმები ჟურნალისტებზე და მათ წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ჩემი კომენტარები ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის შესახებ „საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახელის გატეხვის კამპანიის საერთო ტალღის ნაწილი“ იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები თავად არის დეზინფორმაცია როგორც, ზოგადად, საქართველოში მედიის თავისუფლების თაობაზე, ისე, კონკრეტულად, ჩემს კომენტარებზე“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და გელა მთივლიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს შოვის ტრაგედიის არაკეთილსინდისიერ გაშუქებაში.
„ჩემს არაერთ განცხადებაში აღმინიშნავს, რომ, გასულ აგვისტოს, მთივლიშვილის მიერ შოვის სტიქიის გაშუქება შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც მისი კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიმართ ეჭვებს აჩენდა. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა შვეიცარულმა ორგანიზაციამ, რომელმაც სტიქიის გამომწვევი მიზეზები შეისწავლა, დაადასტურა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა და ამით დაადასტურა, რომ მთივლიშვილის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ...იგი ამტკიცებდა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედია არ მოხდებოდა. თუმცა, კვლავ და კვლავ, მიუკერძოებელმა ექსპერტებმა საპირისპირო თქვეს: არანაირ სისტემას არ შეეძლო ამგვარი მასშტაბის სტიქიის თაობაზე, საკმარისი დროით ადრე, წინასწარი გაფრთხილების მოცემა.
მართალია, მთივლიშვილის მიერ შეთხზული საქმე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ტრაგედიის თავიდან არიდება, საბოლოოდ ჩამოიშალა, მაგრამ მის მიერ სტიქიის ეპიცენტრიდან გადმოცემულმა მცდარმა ვარაუდებმა, რომლებიც საზოგადოებას მიეწოდა როგორც ფაქტები, დაამძიმეს ისედაც რთული ვითარება, რომელშიც სტიქიის მსხვერპლები და მათი მგლოვიარე ოჯახები აღმოჩნდნენ. სტიქიის მისეული გადმოცემა შორს იყო ჟურნალისტური სტანდარტებისგან და ადამიანური ემპათიისგან. თუმცა,
ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი „აღმოჩენები“, მოგვიანებით, ჟურნალისტური გამოძიებით დასათაურებულ ფილმად ექცია, რომელმაც ზოგიერთი უცხოური უწყების ქებაც კი დაიმსახურა“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი „ჟურნალისტური პროდუქტის“ გაკრიტიკება მათი ვალდებულებაც კი არის, რათა აღკვეთონ „დეზინფორმაციის მომავალი მცდელობები“.
პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„ყოველთვის, როცა უზუსტობას დაუშვებენ, კრიტიკას მიიღებენ და ეს ნორმალურია. ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიის თავისუფლებით, მთავრობის კრიტიკის გარდა, ჟურნალისტების სიმართლისადმი ერთგულებითაც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რათა მათი პროფესიის დისკრედიტირება არ მოხდეს.
საუბედუროდ, არცერთმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ არც კი სცადა სიმართლის დადგენა, ისე დაიცვეს მთივლიშვილი. როგორც ჩანს, ეს ჟურნალისტური სოლიდარობის საჩვენებლად გაკეთდა, იმაზე დაუფიქრებლად, რომ ამით კორპორატიული სოლიდარობა უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე საზოგადოების უფლება - მიეღო სწორი ინფორმაცია. არადა, რა ფასი აქვს ჟურნალისტიკას, რომელიც ინფორმაციას ამახინჯებს? ეს კონკრეტული შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა იმ სენისა, რომელიც ქართულ „კრიტიკულ“ მედიასა და მათ უცხოელ პარტნიორებს სჭირთ.
ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალურად უნდა იქნეს მიღებული. მეტისმეტად მონდომებული უცხოური ორგანიზაციები კი იმდენად ცდილობენ, „გამოავლინონ“ მედიის თავისუფლების დარღვევები, რომ მედიის მიმართ ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან, კრიტიკას კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედია საშუალების „საჯარო დისკრედიტაციად“ აფასებენ“, - წერს პაპუაშვილი.
„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება“ (Media Freedom Rapid Response - MFRR), რომლის განცხადებასაც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტია. იგი რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. 13 მარტს, MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 20 თებერვლის განცხადებას, რომლითაც მან გელა მთივლიშვილის დისკრედიტაცია სცადა და მოითხოვა განმარტება, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიის შესახებ „მთის ამბების“ რედაქტორის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება ევროკავშირის პრიზის ფინალში.
შოვის ტრაგედიის სიღრმისეულად და კრიტიკულად გაშუქების გამო „მთის ამბები“ არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.