პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საკანონმდებლო ორგანოში მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან. დარბაზში იმყოფება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იმის გამო, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებას და სხდომას არ ესწრება, სესიას პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება. სხდომაზე არ იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნების ელჩები.

„პარლამენტის აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის რეგისტრაცია გაიარა 89 საქართველოს პარლამენტის წევრმა. სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას“, - განაცხადა კახაძემ.

„ქართული ოცნება“ დღევანდელ სდომაზე აპირებს, კენჭი უყაროს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, დაარეგისტრიროს ფრაქციები, აირჩიოს პარლამენტის თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ვიდრე არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საიას).

საია-ს განმარტებით, ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 წევრის, უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საია-მ პარლამენტს მოუწოდა, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. ცესკოს ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).