საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. ბიუროს სხდომაზე პაპუაშვილმა თქვა, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეცდება, რომ პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალოს, სხდომის დანიშვნის შესახებ შემდეგ თავად გამოაცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„დღის წესრიგის სავარაუდო საკითხები არის გენერალური პროკურორის არჩევა, ამნისტიის შესახებ პროექტი და ასევე, რამდენიმე კანონპროექტი განათლების მიმართულებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხუთშაბათს, 18 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენს და ამავე დღეს, პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას კენჭს უყრიან, ხოლო პარასკევს პირველი მოსმენით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებენ.
ოპოზიცია გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს. „გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ მაშინ, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იწურება, არასწორია, 6 წლის ვადით მან აირჩიოს ახალი გენერალური პროკურორი. დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არამგონია, ვინმეს სიურპრიზად ჰქონდეს, ვის აირჩევენ ახალ გენერალურ პროკურორად, რადგან ყველამ ყველაფერი ვიცით. ეს არის ოლიგარქის ნების გამტარებელი, რუსეთის „ეფ ეს ბეს“ წარმომადგენელი ფარცხალაძის ყოფილი მოადგილე. კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მთელი ის ფარსი, რაც მათ დადგეს, ემსახურება ისეთი პროკურორის არჩევას, რომელიც იქნება საქართველოსი და არა ბიძინა ივანიშვილის“, - თქვა თეონა აქუბარდიამ. გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სესიას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათში პრეზიდენტმა მოწვევის აქტი არ გამოსცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
