რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად, რუსეთიდან საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს. მურადიანის თქმით, წელიწადში მილიონი რუსი ტურისტი შესაძლოა რეალური მაჩვენებელი გახდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„პაკეტური შეთავაზებების გაჩენა და ქართულ კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება უახლოეს მომავალში ისევ იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი, რაც ფასის დასტაბილურების და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების მოცულობის ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ფრენებთან ერთად, საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს, რამდენადაც ზემო ლარსზე საზღვარი ღიაა“, - განაცხადა არტურ მურადიანმა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე.
ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რვაჯერ მეტი, სულ მცირე 830 000 რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
„ვფიქრობთ, მიზანშეწონილია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ საქართველოს ტერიტორიაზე თანამშრომლობის პროექტების განვითარებას. ეს მექანიზმი დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, შესაძლოა შექმნას საფუძველი ქართულ და რუსულ ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების გასაძლიერებლად, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ერთობლივი წარმოების და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას“, - თქვა მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა.
შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ყველაზე პერსპექტიულ სფეროებად სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ლოჯისტიკასა და ტურიზმს მიიჩნევენ.
„რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. 2022 წელს რუსეთს 34 ათასზე მეტი ქართველი ტურისტი ეწვია. მაჩვენებლების შემდგომ ზრდას ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, ასევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ“, - განაცხადა ვოლვაჩმა.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი - 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.
„აზიმუტი“ (Azimuth Airlines) პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. სააგენტოში განმარტეს, რომ ავიაკომპანია არც აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია და არც ევროკავშირის შავ სიაში. უკრაინის ხელისუფლებამ „აზიმუტი“ 2022 წლის ოქტომბერში დაასანქცირა და სანქციების დაწესების საფუძველი შემდეგნაირად განმარტა: „კომპანია ოპერირებს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ (ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და სხვა) მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“. „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე კვირაში შვიდჯერ იფრენს. პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 19 მაისს შესრულდება.
20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ, ყოველდღიურ რეისების „საქართველოს ავიახაზები“ (Georgian Airways) განახორციელებს.