პოლონეთი და გერმანია ქმნიან „ჯავშანტექნიკის კოალიციას“, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა და ორიენტირებული, ძირითადად, საბრძოლო ტანკებზე იქნება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გერმანელ კოლეგა ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„26 მარტს, პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად ჯავშანტექნიკის კოალიციას გავააქტიურებთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც ბოლო დროს შექმნილა. მის შექმნას ისეთმა პარტნიორებმაც მოაწერეს ხელი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია“, - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთი ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.
„დანამდვილებით არავინ იცის, რუსეთი თავს დაესხმება თუ არა ვინმეს ევროპაში, მაგრამ რასაც ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, არის ის, რომ მას შეუძლია და სურს უკრაინაზე თავდასხმა და ამას აკეთებს უკვე ორ წელიწადზე მეტია. ასე რომ, ჩვენ, როგორც ევროპის მოკავშირეებმა, ერთად უნდა ვისწავლოთ, რა არის მზადყოფნა ნებისმიერი საფრთხისთვის, განსაკუთრებით იმ საფრთხისთვის, რომელიც მოდის პუტინის რუსეთიდან ნებისმიერ წელს. ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა შევასრულოთ და რომელზეც ვმუშაობთ,“ - თქვა ბორის პრისტორიუსმა.
გერმანიის და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სწრაფი რეაგირების სამხედრო ჯგუფის შექმნაში, რომელიც მიმართული იქნება ევროკავშირის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის მოგერიებაზე. ივლისიდან 2500 პოლონელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფები მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.
