საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ მან დღეს გამართული ბრიფინგის დასასრულს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინიციპის დარვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა.
ეს არის არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი - ჩვენ ყველამ უკვე ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ისტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ - მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ.... და ესეც არის ამ ჩემი სარჩელის მიზანი - ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგენიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი.
მინდა ვუსურვო მათ და მინდა ვუსურვო ჩვენს თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მაინც მოსამართლე, რომელიც როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, შეძლებენ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები გვყავს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეიძლება საპარლამენტო არჩევნები შემდგარად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ვინაიდან აღნიშნული ორი მთავარი პრინციპი დარღვეულია. სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს.
„ცხადია, ახალი არჩევნები, როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, რაც დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას:
პირველი პუნქტი არის საერთაშორისო გამოძიება არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, ეს საჭირო იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა, თუ გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ გზავნილებით, რაც იყო ეუთო/ოდირის მოთხოვნა. ასევე, დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ამასთან, საარჩევნო დავებზე სპეციალური დავების სასამართლოს შექმნა. სასურველია, რომ ამ ინსტანციებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართულები.
მეორე პუნქტი - 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება.
რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური.
ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის ნება არ არის ასახული არჩევნებში. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შემაჯამებელი ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა და მის ბათილად ცნობას ითხოვს.