პრეზიდენტი ევროპისთვის „ერთობის პლატფორმას“ ქმნის და პარტიებს იწვევს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ასე ერქმევა ახალ პლატფორმას, რომლის ჩამოყალიბებასაც ის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე  გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.

პრეზიდენტის თქმით, მზად არის, დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს, დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ  შევხედე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს.  

გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე  მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ 15 დეკემბერს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მთლიანად ქვეყანამ გაიმარჯვა.

პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მისი პარტიისთვის უმთავრესია „ქვეყნის ევროპული, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი“ და მიაჩნიათ, რომ „ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“.

ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად პლატფორმის შექმნას მიესალმა პარტია „ლელოც“. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მზად არიან, ამ პლატფორმის ფარგლებში საკუთარი გეგმაც წარდგინონ და სხვებისაც მოისმინონ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეგ საქმე ერთობისკენ წავიდეს, თუმცა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მოუთოკავი ამბიციები აქვთ“, - აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის შეთავაზებით დაინტერესებული არ არის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისათვის, ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ქვეყნის ხელისუფლება 9 მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. პლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, 9 პრიორიტეტს შორისაა. ევროკავშირის ელჩმა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, რეფორმებს სერიოზულად შეხედონ. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს სერიოზულად უდგებიან, ევროინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).