საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.
„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდულია. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი“ - განაცხადა შოთაძემ.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს, შოთაძემ უპასუხა: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამავე განცხადებით, პროკურატურა საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ პერიოდულად მიაწვდიდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, თუმცა 4 წლის განმავლობაში ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საქართველოს პრეზიდენტმა 2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, პრეზიდენტის გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდებოდა. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც საკონსიტიტუციო სასამართლოს 6-მა წევრმაც დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებით.
