„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი კობახიძის თქმით, მოსმენები სერიოზული, სისტემური პრობლემა იყო და ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარსულს ჩააბარა.
„2012 წლამდე, როცა ეს უმძიმესი სისტემური პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და შემდეგ ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს.
აქედან გამომდინარე, როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია. როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას. თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ არა უკანონო მოსმენა? რა თქმა უნდა, არ მომწონს. დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ჰგონია, რომ მას არ უსმენენ.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, ვეტო, პირველად, 2022 წლის ივნისში, ე.წ. მოსმენების კანონთან მიმართებაში გამოიყენა, ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვეტო დაძლია, კანონის ხელმოწერაზე უარი თქვა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მოსმენების საკითხი „გამყოფი ხაზია - ჩვენ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვართ, თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში“.
„ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა, როცა სადმე შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ? და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ: ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. მაგრამ ეს არ არის ევროპული ცხოვრება! ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა! ეს სხვა სისტემაა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ!
სწორედ ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი, რომ მოსმენების ამ ფორმით გაფართოებაში შეიძლება იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც მიღებული იყო ეს ცვლილებები - დაუსაბუთებელი, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული ამ კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები კიდევ ერთხელ, (როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული) ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი გახდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
2021 წლის სექტემბერში, ინტერნეტში გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები, რომლებიც ათასობით ჩანაწერს აერთიანებს. გავრცელებული მასალები ძირითადად მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ კომუნიკაციას და პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. ფაილებში ფიგურირებენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოსამართლეები და უცხოელი დიპლომატებიც. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ათობით ჟურნალისტი, რომლებმაც ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს.