პრეზიდენტმა ნამახვანჰესის აქციაზე 2 წლის წინ დაკავებული ძმები ჭელიძეები შეიწყალა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, რომლებიც 2021 წლის აპრილში, გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ისინი პრეზიდენტის მიერ დღეს შეწყალებულ 11 მსჯავრდებულს შორის არიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უსამართლო, შეთითხნილი და წინასწარი დაწერილი ბრალდებით დაგვაკავეს. სრულიად უსაფუძვლოდ ოთხი წელი მოგვისაჯეს და 2.5 წელი სასჯელს რის გამო ვიხდიდით?! ჩვენ რომ ვლაპარაკობდით და აქტიურები ვიყავით, იმიტომაც დაგვიჭირეს“, - განაცხადა თორნიკე ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, მათი ბიძაშვილები - გელა და ირაკლი ჭელიძეები, ასევე, ძმები რევაზ და ფირუზ წულუკიძეები 2021 წლის 14 აპრილს ბათუმში დააკავეს. შსს აცხადებდა, რომ მათ 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჭელიძეებსა და წულუკიძეებს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის წარედგინათ. მოგვიანებით, ამავე საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ელდარ ანთაძეც დააკავეს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ. ისინი მიუთითებდნენ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან იყვნენ დაპირისპირებულები. როგორც ისინი ამბობდნენ, კონფლიქტი მათი პროვოცირების მიზნით თავად დაზარალებულად ცნობილმა პირებმა წამოიწყეს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთი დაზარალებული „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ახვლედიანი იყო. სწორედ მისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.

2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თათია გოგოლაურმა შვიდივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა - ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ანთაძეს და ძმებ წულუკიძეებს - 5 წლით.

„უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მოხდა ჩვენი დაჭერა. არც მე ვიყავი იქ [გუმათჰესის დასახლებაში] და ირაკლი ჭელიძეც არ იყო. ვარაუდის დონეზე დაგვიჭირეს. ჩემო ძმებო, გამაგრდით. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო. ამ უსამართლობას ერთიანად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ, წავიდეს ეს უსამართლო მთავრობა, რომელიც ჩვენნაირ წესიერ, ვაჟკაც, პატრიოტ ქართველებს იჭერს. იქნება ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამათ არ შევარჩენ არც ჩემს 2 წელიწადსა და 4 თვეს და არც ჩემი ძმების ცრემლებს“, - ამბობს გათავისუფლების შემდეგ თამაზ ჭელიძე.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს შეწყალებული 11 მსჯავრდებულიდან ათი სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან და მათ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს, ხოლო ერთს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.