2023 წლის 1-ელი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემის საფასური გაძვირდა. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ღირებულება 65 ლარით გაიზარდა და 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდა. ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა 45 ლარით გაიზარდა და 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
1-ელი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ხმაურზეც შეამოწმებენ. ხმაური, რომელსაც ავტომობილი გამოსცემს, არ უნდა აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ დეციბალებს.
1-ელი იანვრიდან გამკაცრდა გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი. 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე შემცირდა.
1-ელი სექტემბრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალური ჩვენებით გასცეს შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით. გამომცდელმა მძღოლობის კანდიდატს შერჩევითად შეიძლება 2 დავალება მისცეს.
საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 490 200 ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც 1 265 900 მსუბუქია. 1 242 500 ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა.
