2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე რუსეთის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აქედან, 13 262 საცხოვრებელი ბინაა, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
იუსტიციის სამინისტროს მიერ სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით რვა თვეში, 13 850 მიწის ნაკვეთი (როგორც შენობა-ნაგებობით, ისე მის გარეშე) რუსეთის ფედერაციის 10 975-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
იმავე პერიოდში, რუსეთის ფედერაციის 3771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4390 უძრავ ნივთზე. გარდა ამისა, რუსეთის 73-მა მოქალაქემ 93 კომერციული ფართი დაირეგისტრირა საკუთრებაში.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ომში 300 000 ადამიანის გასაწვევად. ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგები იდგა.
მობილიზაციისგან გაქცეული რუსებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან მათ ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქართველოს ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის 24 თებერვლიდან საქართველოში 1 მილიონ 268 ათასი რუსი შემოვიდა, რომელთაგან საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 116 000 მოქალაქე დარჩა. ეს მაშინ, როდესაც თერთმეტ თვეში საქართველოში სულ 182 ათასი უკრაინელი შემოვიდა და მხოლოდ 25 000-მდე დარჩა ქვეყანაში. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების ხანგრძლივად ყოფნის ხელისშემშლელ ფაქტორებად ასახელებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „ანომალიურად მაღალ რაოდენობას“, ასევე, ამით გამოწვეულ ფასების მკვეთრ ზრდას როგორც საცხოვრებლის ქირაზე, ასევე საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე. „თბილისში ერთოთახიანი ბინის ქირის ღირებულება 600 დოლარიდან იწყება და მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოდგომაზე, რუსეთის ფედერაციაში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ“, - თქვა კასიანოვმა.
2022 წლის დეკემბერში, გზავნილების სახით საქართველოში სულ 535,3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აქედან, 317,3 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან. 2019 წლის დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის რაოდენობა მხოლოდ 43,82 მლნ დოლარია, 2020 წლის დეკემბერში 40,71 მლნ დოლარი, 2021 წლის დეკემბერში 39,7 მლნ დოლარი.
