საქართველოში 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი ფუნქციონირებს, სადაც 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, 16 042 მოსწავლეა ჩარიცხული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობა არ გაზრდილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჩხენკელმა უპასუხა პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი სკოლების ფუნქციონირებას ეხებოდა. შეკითხვის ავტორების თქმით, საქართველოში 58 რუსულენოვანი სკოლა და სექტორია, რომელთა კონტიგენტი იზრდება. დეპუტატების ინფორმაციით, პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. ისინი დაინტერესდნენ, როგორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკა, კერძოდ, გულისხმოს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების/სექტორების ზრდას და რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო ასეთი კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციის მინიჭების დროს.
განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა.
„ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი. ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2021 წლის მაისის მდგომარეობით რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით 16 042-ს.
აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც.
„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე, სხვა მათთვის სასურველ ენებზე“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.