საქართველო ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასურს დააწესებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ ხორბლის მწარმოებლები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ რუსეთიდან შემოტანილ იაფი ფქვილის გამო შარშან აღებულ ხორბალს ვერ ჰყიდიდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მწარმოებლები ამბობენ, რომ ფქვილზე დამატებითი საფასური ხორბალს ფქვილთან მიმართებაში კონკურენტუნარიანს გახდის, დაიწყება ხორბლის იმპორტი, რის შედეგადაც გაჩერებული წისქვილკომბინატები ამუშავდებიან და ქართულ ხორბალზე მოთხოვნაც გაჩნდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა შამუგიამ.

„მინდა ყველა დავამშვიდო - მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ პური არ გაძვირდება. ისეთი ოდენობაზეა განსაზღვრული ფქვილის ღირებულება, რომ არსებული ფასები არ გაიზარდოს“, - თქვა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.

რუსეთში წარმოებული დიდი რაოდენობით ფქვილის იმპორტის გამო საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა წისქვილი თვეების წინ გაჩერდა, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას აგრძელებდნენ, კილოგრამ ხორბალში დაახლოებით 50-55 თეთრს იხდიდნენ, რაც, მწარმოებლების თქმით, თვითღირებულებაზე თითქმის 50%-ით ნაკლებია. ხორბლის მწარმოებლები დაბალ ფასს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ 2022 წელს, ხორბალი დიდ ფართობებზე მთავრობის მოწოდებით დათესეს, რისთვისაც ბანკიდან სესხები აიღეს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას მიმართავდა მოთხოვნით, ან რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადი დაწესებულიყო, ან ხორბლის მარაგების თვითღირებულებით გასაყიდად, სახელმწიფოს 1 კილოგრამი ხორბალი 20-25 თეთრით დაესუბსიდირებინა.

„იმ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომლის, ასე ვთქვათ, ჩაბარება უწევთ დღეს, მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ისინი ვერსად ვერ აბარებენ. ეს ასე არ არის და ვერ იქნება. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო?! აქ საუბარია ფასზე და საუბარია, რომ მათთვის დღეს არსებული ფასი არ არის მისაღები“, - აცხადებდა მინისტრი ოთარ შამუგია 20 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში, რუსეთიდან საქართველოში 17 240 600 დოლარის ღირებულების 57 163.7 ტონა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტის მოცულობა გაზრდილია - 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 16 135 100 დოლარის 47 673.6 ტონა ფქვილი შემოიტანა.

წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტიც გაიზარდა. იანვარ-აპრილში იმპორტირებულია 13 888 000 დოლარის ღირებულების 44 096.3 ტონა პროდუქცია, მაშინ, როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 35 365.1 ტონა (11 846 000 დოლარი) შეადგინა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).