მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვა/წაკითხულის გააზრებაში გაუარესდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - გაუმჯობესდა. საქართველო 81 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კერძოდ, საქართველოს მოსწავლეებმა 2022 წელს მათემატიკაში 390 ქულა მიიღეს, კითხვაში - 374 და საბუნებისმეტყველო საგნებში - 384 ქულა. 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 1 ქულით გაიზარდა.
სკოლის ტიპის მიხედვით, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).
სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისში მცხოვრები მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში, გოგონებს უფრო მაღალი ქულები აქვთ შეფასების სამივე სფეროში, ვიდრე ბიჭებს. კერძოდ, გოგონებმა მათემატიკის დავალებების შესრულებაში 393 ქულა მიიღეს, ბიჭებმა - 387. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).
ტესტის შესრულების ენის მიხედვით შეფასების სამივე სფეროში 2015-2022 წლებში სტატისტიკურად მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში - 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა.
კვლევის თანახმად, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. მათ თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება 10 ბალიან სკალაზე 0-დან 4-მდე ქულით შეაფასეს.
2018 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმით გამოხატულება. საქართველოს 15 წლის გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.
მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც იციან თავიანთი მომავალი პროფესიის შესახებ. 2015 წელს ეს მონაცემი 73% იყო, 2018 წელს - 68%, 2022 წელს კი 57%-მდე შემცირდა. მოსწავლეების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესიების მიხედვით, 2022 წელსაც პირველ პოზიციას კვლავ იურისტობა იკავებს. მეორე ადგილზე პროგრამისტობაა, რომელიც 2018 წელს დასახელებულ საქმიანობებს შორის მეოთხე ადგილზე იყო, მესამეზე - ექიმობა, მეოთხეზე - სპორტსმენობა, ხოლო მეხუთე ადგილზე - ფსიქოლოგობა. პროგრამისტის პროფესიის ასეთი ზრდა გამოწვეულია ბიჭების მიერ ამ პროფესიის ყველაზე ხშირად დასახელებით (15.9%). ბიჭების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა სპორტსმენობამ (10.7%), რომელიც როგორც 2015, ასევე 2018 წლებში ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია იყო. გოგონების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ 10 პროფესიაში, წინა ციკლებისგან განსხვავებით, პროგრამისტობაც მოხვდა.
PISA-ს ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს სინგაპურმა, მაკაომ, ტაივანმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ჰონკონგმა, ესტონეთმა, კანადამ, ირლანდიამ და შვეიცარიამ.