საქართველოში, 2024 წლის იანვარ-ივნისში, ცოცხლად 18 633 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, - 3632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა (478) და აჭარაში (621) დაფიქსირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
საქსტატის თანახმად, იანვარ-ივნისში, ცოცხლად დაბადების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (6901) იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (115). ამავე რეგიონში 259 ადამიანი გარდაიცვალა.
ყველაზე მაღალი უარყოფითი ბუნებრივი მატება იმერეთში (-1512) დაფიქსირდა, სადაც ცოცხლად 2087 ბავშვი დაიბადა, 3599 ადამიანი კი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი (-1094) - რეგიონში 1125 ცოცხლად დაბადება და 2219 გარდაცვალება აღირიცხა.
ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 1374 შეადგინა კახეთში, სადაც 2002 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, კახეთის რეგიონი მესამეა ყველაზე მაღალი უარყოფითი ბუნებრივი მატების (-628) მაჩვენებლით.
სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის შედარებით მცირეა ქვემო ქართლში (-43). აღნიშნულ რეგიონში ცოცხლად დაბადების 2174 და გარდაცვალების 2217 შემთხვევა იყო.
2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით საქართველოში შობადობა შემცირდა, სიკვდილიანობა კი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივნისში 19 431 ბავშვი ცოცხლად დაიბადა და 21 944 ადამიანი გარდაიცვალა. უარყოფითი ბუნებრივი მატება 2513 იყო.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა, განქორწინებები კი გაიზარდა. თუ შარშან, მოცემულ პერიოდში, 10 366 ქორწინება და 6828 განქორწინება დარეგისტრირდა, წლევანდელი მონაცემები 9924 რეგისტრირებული ქორწინება და 6859 განქორწინებაა.
საქსტატში აცხადებენ, რომ 2024 წლის დაზუსტებული დემოგრაფიული მონაცემები 2025 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
