საქართველოსთან ე.წ. საზღვრის საკითხზე ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი კვლავ იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს კვლავ განიხილავს. ამ თემის „ლოგიკურ დასასრულამდე“ მიყვანის წინადადებით ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი გამოვიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია რუკის შედგენაზე მუშაობას მალე დაასრულებს, თუმცა ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენების განახლება აუცილებელია. უნდა მოვიწვიოთ ყველა დაინტერესებული მხარე და გავიგოთ, ვისი ბრალით გასხვისდა ჩვენი საგვარეულო მიწები“, - თქვა მულდაროვმა, რომელიც ამავე ე.წ. კომისიის ხელმძღვანელია.

2021 წელს შექმნილი კომისიის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, 200 კვადრატული კილომეტრი საზღვრებს მიღმა დარჩა. მათი განცხადებით, საზღვრების განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი უნდა იყოს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ“ 1922 წლის 29 აპრილის დეკრეტი №2.

გარი მულდაროვი ერთ-ერთი იყო იმ დე ფაქტო პარლამენტარებს შორის, ვინც წლის დასაწყისში მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბიბილოვის განცხადებები „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო-სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“ იყო მიმართული. როგორც 14 დე ფაქტო პარლამენტარი აცხადებდა, 2021 წლის 22 და 23 დეკემბერს, ზნაურის და ჯავის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ბიბილოვმა თქვა, რომ დეკრეტი №2-ის თანახმად, „სოფელი ჩორჩანა სამხრეთ ოსეთში მდებარეობს, ხოლო ოსური სოფლები გუჯაბაური, არცევი და ორჭოსანი [სამივე სოფელი 2008 წლიდან ოკუპირებულია - რედ.] საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და ამ მიზეზით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრების განსაზღვრისას, არ შეუძლია დეკრეტით იხელმძღვანელოს“. ე.წ. დეპუტატების განცხადებით, 30 დეკემბერს ბიბილოვმა იგივე გაიმეორა პარლამენტში და დაამატა, რომ დეკრეტს არ აქვს იურიდიული ძალა, რადგან ის სსრკ-ს შექმნამდე იქნა მიღებული.

ალან თადტაევი, რომელიც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ერთი თვის წინ გადადგა, მაშინ აცხადებდა, რომ დეპუტატების ნაწილი სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა: „2009 წელს, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებით, რესპუბლიკის პერიმეტრზე სასაზღვრო პუნქტები განთავსდა და მას შემდეგ ეს სასაზღვრო პუნქტები არსად გადასულა. საზღვრები 2009 წელს განისაზღვრა და მაშინ ეს ტერიტორიები არ იყო გათვალისწინებული“, - ამბობდა თადტაევი.

დე ფაქტო პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაავალა, ე.წ. საზღვრის საკითხზე კომიტეტის სხდომა მოიწვიოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.