„სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: იმ ფაქტმა, რომ ჩვენი სახმელეთო საზღვრები ბოლო წლების განმავლობაში დაკეტილია, ძალიან დიდი კატასტროფებისაგან გადაგვარჩინა. დღესაც კი, როდესაც საზღვრები დაკეტილი რჩება, სახიფათო ქმედებები ხორციელდება და მათი აღკვეთა ხდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალევმა თქვა, რომ რესპუბლიკა მხოლოდ გარე საფრთხეების წინაშეა, შიდა რისკები კი არ არსებობს.
„აზერბაიჯანში მრავალი წელია უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც შეიძლება იყოს მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ყველამ იცის, რომ ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განვითარდება სტაბილურობის გარეშე. დღეს ყველა ნათლად ხედავს დარღვეული სტაბილურობის მქონე ქვეყნების მდგომარეობას და მათ ბედს. სტაბილურობა უსაფრთხოების, განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მთავარი პირობაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით 2020 წლის მარტიდან დაწესებული და არაერთხელ გახანგრძლივებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს სრულდება. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ აღნიშნული რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივოს.
აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან, რუსეთთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან აქვს. ოთხ წელზე მეტია ამ ქვეყნებიდან აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
