საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილება შედის - საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, როგორც საკრებულოს, ისე მერს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერი. საკრებულოს შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით დაუბრუნოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია დააინიციროს ბიუჯეტის პროექტი, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა.

„შესაბამისად, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ მოხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა, რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია დაამტკიცოს ის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიციირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს. შესაბამისად, არათანაზომიერია, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს (მერს) უწყდებოდეს ვადამდე უფლებამოსილება, როდესაც ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა მერი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, მას მაინც შეუძლია კოდექსის 91-ე მუხლის დაცვით დაამტკიცოს ბიუჯეტის პროექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერისთვის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრება არის საკანონმდებლო ხარვეზი და საჭიროებს გამოსწორებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით, მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება - კერძოდ, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების ავტორები არიან პარლამენტის წევრები - კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.