„სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მეთაური ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. …გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, საკუთარი რეიტინგის დამსახურებით“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
„ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს (ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას), ჩვენ სანაცვლოდ სრულიად საპირისპირო სურათი მივიღეთ - ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე. სამარცხვინო არის ის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
„ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა.
გასაგებია, ის სამი მოსამართლე ალბათ მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი.
გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არიას ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა არამხოლოდ იმ რეგიონის, არამედ მას მთელს მსოფლიოზე ექნება დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა მოსამართლეს, რომელმაც დასკვნას ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს.
„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი ან სცადეს და დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ
„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს.
ამას ახლო მომავალი გვეტყვის, როგორ და რა იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დღეიდან იწყებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და ამ პროცესს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.