გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 15 სექტემბრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე (ელდრის დაბლობზე), გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
სამინისტროს განმარტებით, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქურციკების აღდგენის პროექტის განხორციელებას. სროლის ხმა ქურციკებს აფრთხობს, გაშლილი ტერიტორიებიდან თავშესაფრის მოძიებისა და დამალვის მიზნით ტყე-ბუჩქნარიან ადგილებში ინაცვლებენ, სადაც მგლებისთვის ადვილი მოსანადირებლები ხდებიან.
ამის გათვალისწინებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე, 2023 წლის 1 მარტამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა.
გერმანიისა და აზერბაიჯანის მთავრობების, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით, სამუხის ველზე ქურციკის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. საქართველოში ქურციკი 1990 წლებში სრულად გადაშენდა. დღეისათვის, სამუხის ველზე და მიმდებარედ დაახლოებით 200 ქურციკი ბინადრობს. წელს ლიკლიკების მერვე თაობა დაიბადა. ქურციკის აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცია (სახეობის კვლავ დაბრუნება/აღდგენა) ყველაზე წარმატებულ საკონსერვაციო და აღდგენის პროექტად მიიჩნევა საქართველოში.
სამუხის ველზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის, მთავრობა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის“ შექმნას გეგმავს. ეს იქნება პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელიც ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველისა და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს ატარებს. ნუგზარ ზაზანაშვილი 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან. იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია შეიქმნა. სამუხის ველზე ქურციკის აღდგენის პროექტი მისი ზედამხედველობით დაიწყო. ნუგზარ ზაზანაშვილი გასულ წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
