თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრაძეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არის პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების გაგრძელება სასამართლოს მხრიდან. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც სამი პოლიციელი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევს, დღის წესრიგში მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს. სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობდა, მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსული მთავრობა, კლანური სასამართლო და ყველა ის უბედურება, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ სახელმწიფოს მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„მას ედავებოდნენ, რომ კორდონს არღვევდა, თუმცა, კადრებში ჩანს, რომ ირაკლი იყო ხელებაწეული. წარმოუდგენელი აბსურდი იყო შსს-ის წარმომადგენლების მტკიცება, რომ ხელებაწეულ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ასეული სპეცრაზმელის კორდონის გარღვევა“, - თქვა ადვოკატმა თორნიკე ართმელაძემ.
ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს დააკავეს და 2 დღის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. მისი თქმით, დაკავების დროს და შემდეგაც პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და ამცირებდნენ.
19 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, 40 პირი დააკავეს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, 15 აპრილიდან მიმდინარეობს.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.