„ქართული ოცნების“ ინიციატივით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტით, რომლის ავტორები რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ალუდა ღუდუშაური არიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება. გარდა ამისა, უქმდება ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი 30 მაისი - 30 ივნისია. ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატი პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს. მოქმედი კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან 2-ს სახალხო დამცველი, 3-ს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, 3-ს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, 1-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენენ.
კანონპროექტით თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით - „6 წელი“. საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები 3 წლიდან 6 წლამდე იზრდება.
იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.
იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, მოქმედი კანონით, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით ფინანსდება. მაგალითად, 2023 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობისთვის 16 548 335 ლარი განისაზღვრა. კანონპროექტის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან - 17%-ით დაფინანსდება.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 22 მაისს გავიდა. დოკუმენტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკის (წამყვანი კომიტეტი), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებს დაევალათ.