ეროვნული ბაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი ფინანსური სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ადგილობრივი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ამასთან, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ეროვნული ბანკი ნათია თურნავას 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებაზე მიუთითებს, რომელიც ბანკების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესს ამტკიცებს.
„აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მანამდე საქართველოს საბანკო ასოციაციამ განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და ის განუხრელად იცავს და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ წარმომადგენელს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც.
ფინანსური სანქციების ფარგლებში იბლოკება სანქცირებული პირების ყველა ქონება და ქონებრივი ინტერესი, რომელიც მათ შეერთებულ შტატებში აქვთ ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი 2023 წლის 19 სექტემბერს, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანების საფუძველზე შეცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქართველ-რუს ოლიგარქ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.