ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი - „ქართველი ხალხის აქტი“ მუდმივს გახდის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ დაწესებულ სავიზო სანქციებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიანი მომიტინგეებზე თავდასხმაში. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რითაც ნათელი იქნება, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, - წერს X-ში სენატორი შაჰინი.
ჯინ შაჰინის ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მან სენატორებთან ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან, პიტ რიკეტსთან, კრის კუნსთან და ლინდსი გრეჰემთან ერთად წარადგინა, ითვალისწინებს:
- სახელმწიფო მოხელეებისა და სხვა პირებისთვის [ასევე, მათ ოჯახის წევრებისთვის] სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო;
- საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ახალი სანქციების დაწესებას;
- საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და ყველა დაფინანსების შეჩერებას, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება;
გარდა ამისა, „ქართველი ხალხის აქტი“ შეიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებისკენ მოწოდებას.
სენატორ შაჰინის კანონპროექტი ითვალისწინებს ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერასაც, მათ შორის, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის არანაკლებ 50 მილიონი დოლარის გამოყოფას.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განმარტა, რომ სავიზო ინფორმაცია კონფიდენციალურია და სახელმწიფო დეპარტამენტს სიის გასაჯაროების უფლება არ აქვს.
