დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი, კახა წიქარიშვილი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შეჩერებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
წიქარიშვილის თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ რაღაც ზომები იქნებოდა მიღებული.
„ჩემი უფლებამოსილება იწყებოდა ხვალ. მე უკვე მომზადებულ მქონდა სამუშო გეგმა, საჯარო განცხადებები, ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას კლანზე და მინდოდა ამეხსნა საზოგადოებისთვის როგორ მუშაობს, როგორ იმართება ეს კლანი, ოღონდ ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გადმოსახედიდან. ჩემი სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას.
დღეს გარე დამკვირვებელს არ აქვს სათანადო ბერკეტები, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს და იუსტიციის საბჭოს წევრს ექნებოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე. მე ვფიქრობ, ამის შეეშინდა სისტემას. სისტემას შეეშინდა ჩემი განცხადებების და იმის, რომ მე მომეცემოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი საჯაროდ არ იძლევიან და მიიღეს ზომები ამის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება სასამართლომ 22 ივლისს შეაჩერა, რასაც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ იმავე დღეს წარდგენილი სარჩელი. კახა წიქარიშვილის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან რამდენიმე საათში მიიღო, რაც ეჭვს აჩენს.
„ყველასთვის ცნობილია, რომ სასამართლო სისტემაში დიდი პრობლემაა საქმეთა გაჭიანურება - საქმეები იწელება წლების, თვეების განმავლობაში და ის, რომ განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, ეს მემგონი ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ერთადერთი თუ არა. შესაბამისად, ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე იყო დაინტერესებული შედეგით და ზოგადად, სისტემა არის დაინტერესებული შედეგით.
რაც შეეხება სარჩელს, როგორც მე ვიცი, დასაბუთებულია იმით, რომ კომისიის ორი წევრი იყო მიკერძოებული. აქცენტი გაკეთებულია ნონა ქურდოვანიძესა და ბესო ლოლაძეზე. ანუ, სარჩელის ავტორი ამბობს, რომ კომისიის ეს ორი წევრი იყო მიკერძოებული და გარდა ამისა, კომისიამ არ დამისვა შეკითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მას და ზოგიერთ სხვა კონკურსანტს დაუსვა ასეთი შეკითვები“, - აღნიშნა წიქარიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის შუამდგომლობა და საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა და შეაფასა როგორც „კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“.
