პარლამენტმა მესამე მოსმენით, 74 ხმით, მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის შეცვლას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
კანონით განისაზღვრა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. დღემდე ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ მოსწავლეს სკოლაში 9 წელი ესწავლა და დაწყებითი და საბაზო საფეხური დაეძლია.
იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც 9 კლასის შემდეგ სკოლას ტოვებენ, მოსწავლეების დაახლოებით 5% შეადგენს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2023 წელს 3222-მდე მოსწავლემ დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გავიდა სკოლიდან, მათ შორის, 99% საჯარო სკოლაზე მოდის.
განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას საკმაოდ მაღალია.
„მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.
ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან. ... მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს მე-9 კლასში იქნებიან, რაც ნიშნავს, რომ მათ სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ.
