განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24 ნოემბრის ბრძანებით, სკოლის ბუფეტებში აიკრძალა საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების - ჩიფსების, ჟელიბონის, მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეულის, მაიონეზით შეზავებული პროდუქტების, დაკონსერვებული პროდუქტების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, სოკოს, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი გაზიანი სასმელების, ყავის, ხილისა და ბოსტნეულის მზა პროდუქტების გაყიდვა. ბრძანება იმავე დღეს ამოქმედდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 5 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 6 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
დოკუმენტის თანახმად, კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმისა და მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. ახალი პური კვების აუცილებელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ დაუმტკბარი ორცხობილით ან მჭადით. მოსწავლეთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები.
ბუფეტში აკრძალულია სურსათის, კულინარული და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების დროს საიუველირო ნაკეთობების გაკეთება, ფრჩხილებზე ლაქის წასმა, სიგარეტის მოწევა; კანის დაავადების, კანზე ჩირქოვანი გამონაყარის მქონე პირების დაშვება სამუშაოზე; დამცავი ტანსაცმლის ქინძისთავებით, ნემსებით შეკვრა, ასევე პირადი ჰიგიენის საგნების ან/და სხვა გარეშე ნივთების ჯიბით ტარება; უცხო პირთა შესვლა დამცავი ტანსაცმლის გარეშე.
ბრძანება სკოლას ავალდებულებს ბუფეტის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შევლენ საბაზო და/ან საშუალოსაფეხურის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთანი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართვა სთხოვოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს. სავარაუდო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფი დაუყოვნებლივ ატყობინებს სკოლის დირექტორს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს 15 01.
18 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლე საკვებით მოიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად სავანის სკოლის ბუფეტიდან (ბიზნესოპერატორი ი.მ. „მაია ღონღაძე“) ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღი იყო 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების – ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა – 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი – 2000 კწე/გ-ში). ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.
