სომხეთმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია - ალიევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად საჭიროა, სომხეთმა ოფიციალურად განაცხადოს, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

18 აპრილს, სახელმწიფო ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს ალიევმა აღნიშნა, რომ გასული წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში გამართულ შეხვედრებზე სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„ანუ აღიარა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. რას ამბობს ეს დეკლარაცია? ის ამბობს, რომ საკავშირო რესპუბლიკებს შორის საზღვრები სახელმწიფო საზღვრად ითვლება.

ამრიგად, ამ ოფიციალური ნაბიჯის გადადგმით სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. სომხეთი, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ „ყარაბაღი - ეს სომხეთია და წერტილი“, დღეს უნდა თქვას ჩვენი სიტყვები „ყარაბაღი - ეს აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი“, თუ მან თქვა „ა“, უნდა თქვას „ბ“-ც. სომხეთმა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის, უკვე ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან საცხოვრებლად სხვა ადგილი ეძებონ. „სეპარატისტებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ორი ვარიანტი აქვთ: ან იცხოვრებენ აზერბაოჯანის დროშის ქვეშ, ან წავლენ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

18 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ფაშინიანმა თქვა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ „აზერბაიჯანი ეიფორიის მდგომარეობაშია და ფიქრობს მიიტაცოს რაც შეიძლება მეტი, თუ შესაძლებელია, ყველაფერი“.

„რა თქმა უნდა, მშვიდობა დამოკიდებული არ არის მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს პოზიციებზე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ გავაკეთო ყველაფერი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შესაძლებელია ეს? მგონია, რომ ნამდვილად შესაძლებელია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება რეალური იქნება მას შემდეგ, თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ბუნდოვანებისა და მახეების გარეშე, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აიღებს ვალდებულებას, არ წარუდგინონ ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები დღეს ან მომავალში“, - თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მან და ალიევმა ფაქტობრივად ამაზე მოილაპარაკეს 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში შეხვედრის დროს, რაც შესაბამის საჯარო განცხადებებშიც დაფიქსირდა.

„ამის მიუხედავად, ერევნიდანაც და ბაქოდანაც ისმის ოფიციალური განცხადებები მეორე მხარის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

ახლა მე მინდა დავადასტურო, რომ სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ მოველით, რომ აზერბაიჯანი იგივეს გააკეთებს, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით.

ასევე უნდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დროს სომხეთმა უარი თქვა ან უარს ამბობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღიარებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ შეგვიძლია ამის დადასტურება. ჩვენ თავად ვთავაზობდით ხელშეკრულებას დაერთოს სომხეთის და აზერბაიჯანის სსრ-ების სსრკ რუქები როგორც ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფუძვლები“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანელ აქტივისტებს უკვე ოთხ თვეზე მეტია პიკეტირებული აქვთ ლაჩინის დერეფანი, სადაც სომხეთისა და სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის. 18 აპრილს, ამ საკითხზე არც ალიევს და არც ფაშინიანს არ უსაუბრიათ. 

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).