სომხეთის ხელისუფლება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობა მიუღებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 21 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უპირველესი საკითხებია, რომლებიც მოითხოვს მოგვარებას.
„სომხეთის რესპუბლიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება, ძალადობა მშვიდობიანის მოსახლეობის მიმართ და მათი მძევლად აყვანა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის მოწოდებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგებისკენ. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო პალესტინის საკითხის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების მხარდამჭერი და ჩვენ ვემხრობით ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ როგორც პალესტინელებმა, ასევე ისრაელელებმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი და აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
22 მაისს პალესტინის, როგორ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების შესახებ, განაცხადა ევროკავშირის წევრმა სამმა ქვეყანამ - ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა. ისრაელმა სამივე ქვეყნიდან ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი, პალესტინის აღიარებას უწოდა ჯილდო ტერორიზმისთვის. პალესტინის აღიარების საკითხი დანიის პარლამენტშიც განიხილეს, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
