სომხეთმა რუსეთის პროპაგანდისტულ რადიო Sputnik-ს მაუწყებლობა 30 დღით შეუჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ტიგრან ქეოსაიანი

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნულმა კომისიამ რადიოსადგურ „ტოსპას“, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ (Sputnik სომხეთი) პროგრამების ტრანსლაციას ახორციელებს, მაუწყებლობის ლიცენზია ერთი თვით შეუჩერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რადიოსადგურის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 17 დეკემბერს, ეთერში ტიგრან ქეოსაიანის საავტორო გადაცემის „პარასკევი ტიგრან ქეოსაიანთან“ გასვლის შემდეგ დაიწყო. ქეოსაიანი რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის მეუღლეა.

შედგენილი ოქმის მიხედვით, ქეოსაიანმა დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია სომხეთი და მისი ხალხი, გააკეთა ისეთი შეფასებები, რისი მორალური უფლებაც არ ჰქონდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ კომენტატორსა და წამყვანს. კომისიის ინფორმაციით, გადაცემის დროს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებებისკენ მოწოდებებიც გაჟღერდა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ქეოსაიანმა გადაცემაში არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, ის ღალატში დაადანაშაულა და დასვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა, რომ ამ ღალატის შემდეგ ცოცხალი დარჩება. როგორც „სპუტნიკი“ წერს, კომისიამ სწორედ ეს სიტყვები მიიჩნია ძალადობისკენ მოწოდებად.

მეორე ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით, გადაცემაში „აბოვიანი თაიმ“ გამოითქვა ისეთი მოსაზრებები და პოზიციები, რომლებიც არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ სომხეთის მოსახლეობაში აშკარად პანიკის გამომწვევია. ასევე, დაფიქსირდა, რომ გადაცემის დროს გაჟღერდა არასანდო ან არასაკმარისად სანდო ინფორმაცია გადაუმოწმებელი წყაროებიდან. ამ ნაწილში კომისიამ რადიოსადგური დაახლოებით 1200 დოლარით დააჯარიმა.

რადიოსადგურის ადვოკატი სიმონ ფაგრადიანი კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, როგორც მან „სპუტნიკთან“ განაცხადა, თუ ასე გაგრძელდა, სომხეთში ცენზურამდე მივლენ.

„ამბობენ, რომ ქეოსაიანმა დაუშვა ირონიული, ქვეყნისა და მისი ხალხის პატივისა და ღირსების დამამცირებელი გამონათქვამები, მაგრამ მისი სიტყვების ადრესატი კონკრეტული სუბიექტი იყო. აქ არ დგას ეროვნული ღირსების საკითხი და სუბიექტის გადასაწყვეტია, ნათქვამი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო თუ არა, მას შეუძლია შეიტანოს სარჩელი სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში. ან ვითომ, არმან აბოვიანმა თავის გადაცემაში მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ აქაც გამოთქმული იყო პირადი მოსაზრება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბოლო პერიოდში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ერევანი მოსკოვს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) მთიან ყარაბაღში უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სომხეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებენ. მან რუსული ტელეარხების „ყველაზე ცუდ“ პროპაგანდისტებს შორის, მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან ქეოსაიანიც დაასახელა, რომლებიც წარმოშობით სომხეთიდან არიან.

ოქტომბერში, სომხეთის პარლამენტმა, რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, იგივე ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი „რომის სტატუტის“ რატიფიცირება მოახდინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთს ექნება პუტინის დაკავების ვალდებულება, თუ ის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).