სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ - პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი „სულ რაღაც 3 საათში“ ჩაფრინდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არანაირი დაგვიანებით. 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი. სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის - ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ“, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

შეკითხვას, რომელიც ღამით ვერტმფრენის მუშაობის საჭიროებას ეხებოდა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „6 საათზე ღამე არ იყო, მგონი, ხომ? აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა. იცით, რომ მეც იქ ადგილზე ვიყავი რამდენიმე დღე. იქ ვინც იყო, იმ სტიქიას გადარჩენილი ადამიანი, ნაწილი პირველივე დღეს იყო გამოყვანილი, მეორე ნაწილი უსაფრთხო ადგილას იქნა მიყვანილი, უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით და დილით დაიწყო სამაშველო ოპერაციის მეორე ეტაპი და ამ სტიქიას გადარჩენილი ყველა ადამიანი იქნა გამოყვანილი“.

კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.

დღეს არსებული მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე დაკარგულად მიიჩნევა. იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილის ვინაობა, რომელთა შორის არიან 18 წლის სამირა ისაევა, 25 წლის დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე, გიორგი ყარალაშვილი, ნინო კენჭაძე, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.