სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრების გადაყვანა ემატება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევაა ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე.წ „ხიშნიკები“), რომლებსაც მგზავრები ხშირ შემთხვევაში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ავტოსადგურების გვერდის ავლით გადაჰყავთ.
63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში საშუალოდ 40 ტაქსია, 18 მუნიციპალიტეტში - საშუალოდ 100 ტაქსი, 4 მუნიციპალიტეტში - საშუალოდ 200 ტაქსი, ხოლო 7 მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი.
კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი განახორციელებს. მერს ან მერიის სტრუქტურულ ერთეულს მიენიჭება ტაქსით გადაყვანაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნებართვა არანაკლებ 1 წლის ვადით გაიცემა. ამასთან, ნებართვის მოქმედების ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს ექნება.
შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სანებართვო პირობების დარღვევით გადაყვანისთვის 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
ნებართვის გარეშე საქმიანობაზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს (გარდა თბილისისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე მიეცემათ ვადა, უზრუნველყონ ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
ნებართვის მიღების საფასური, ერთი წლით აღების შემთხვევაში, სავარაუდოდ 100 ლარი იქნება. ეს თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ნებართვებიდან მიღებული შემოსავლის ნომინალური ღირებულება, სანებართვო საქმიანობის შემოღების პირველივე წელს 488 ათას ლარს შეადგენს, სანებართვო საქმიანობის შემოღების და შემდეგი 3 წლის განმავლობაში - დაახლოებით 1 952 000 ლარს, ხოლო 2025-2033 წლებში, ჯამში დაახლოებით, 4 392 000 ლარს გაუტოლდება.
კანონპროექტის ავტორებმა ადმინისტრაციული ხარჯებიც დაითვალეს, რაც 2025 წლისთვის 1 378 598 ლარს შეადგენს. აქედან, მაგალითად, 208 800 ლარი ტაქსის მანათობლების დაფინანსებისთვის იქნება გათვალისწინებული, 927 654 ლარი კი - მუნიციპალიტეტის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.