„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვის დროს განაცხადა, რომ თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება არა კონსენსუსის კულტურას, არამედ უმრავლესობის მმართველობას. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ხაზს უსვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების კონსენსუსის საფუძველზე არჩევის მნიშვნელობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„დღეს აქ რამდენჯერმე იყო საუბარი კონსენსუსის კულტურაზე. თან საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც თავს დებენ, რომ კონსტიტუციურ სამართალში ჩახედული არიან. თანამედროვე დემოკრატია კონსენსუსის კულტურას არ ეფუძნება. დემოკრატია, თავისი არსით, არის უმრავლესობის მმართველობა. ეს არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დემოკრატიული სისტემის. სხვანაირად დემოკრატია ვერ მუშაობს. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც, გარდა თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისებისა, კვალიფიციური უმრავლესობის წესი არ მოქმედებს თანამდებობის პირების არჩევაზე. რატომ? იმიტომ, რომ თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება არა კონსენსუსის კულტურას, არამედ უმრავლესობის მმართველობას.
ეს არის ისეთი ქვაკუთხედი, რომ არ ვიცი, არა მარტო იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინც თავს დებენ, რომ კონსტიტუციური სამართალი იციან, შეიძლება საერთოდ არ იყო იურისტი, მაგრამ ამაში უნდა ერკვეოდე, რადგან თუ აკვირდები ელემენტარულად დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებას, ეს არის დღესავით ნათელი.
რა, კონსენსუსის კულტურა გერმანელებს, ფრანგებს და შვედებს არ აქვთ? რატომ არ უწერიათ თითქმის არაფერზე კვალიფიციური უმრავლესობა (ერთადერთი კონსტიტუციის გადასინჯვა და რამდენიმე გამონაკლისი)? ჩვენზე გამოცდილი დემოკრატიები აქვთ ამ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა ვთხოვოთ, რომ ნუ აჰყვებიან ასეთ არაჯანსაღ, არაკომპეტენტურ განცხადებებს“, - თქვა კობახიძემ.
დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და ევროკომისიის უარყოფითი შეფასების მიუხედავად, კანონპროექტის პირველი ვერსია, 78 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესების პროცესში პრეზიდენტის როლს ზღუდავს. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და თანამდებობაზე მათი 5 წლის ვადით ასარჩევად არა 100 დეპუტატის, არამედ 76-ს მხარდაჭერა იქნება საჭირო.
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მისი თქმით, კვალიფიციური უმრავლესობით (100 დეპუტატის მხარდაჭერით) არჩევის მექანიზმი ქმნის პარლამენტში შესაბამისი სუბიექტების კონსენსუსის საფუძველზე არჩევის წინაპირობას, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა ცესკოს, საარჩევნო პროცესების, ზოგადად, ჩატარებული თუ ჩასატარებელი არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდის თვალსაზრისით.
„კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საჭიროება, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კონსენსუსის საფუძველზე არჩევის მნიშვნელობა არ შეიძლება სადავო იყოს.
გააუქმო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ ვერ შედგა შეთანხმება პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს შორის, ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა და აირჩიო ცესკოს თავმჯდომარე და არაპარტიული/პროფესიული წევრები, ფაქტობრივად, ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობით გაუმართლებელია და ვერ იქნება მხარდაჭერილი“, - წერია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი ციტირებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, „იმ პირობებში, როცა არ არსებობს მოთხოვნა კვალიფიციური უმრავლესობით თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, ეს არსებითად ნიშნავს, რომ თავმჯდომარე მმართველ პარტიას წარმოადგენს“.