სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს რუსეთთან თავდაცვის სფეროში ვეღარ ექნება ისეთი ურთიერთიბა, როგორიც წარსულში ჰქონდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ადრე თავდაცვის სფეროში ჩვენი ურთიერთობების 95-97% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა, ახლა ეს შეუძლებელია ასე იყოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებით“, - განაცხადა ფაშინიანმა 1-ელ თებერვალს, საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აუცილებელია, რომ სომხეთმა შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფცია შეცვალოს: „2022 წლის იანვარში [შეიარაღებული ძალების რეფორმის] კონცეფცია მზად იყო, მაგრამ 2022 წლის ზამთარის მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა არ შეგვიძლია. აუცილებელია არა მხოლოდ გვქონდეს კონცეფცია, არამედ იმის გაგება, თუ რამდენად რეალურია მისი განხორციელება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით... ახალი დოკუმენტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მიღებული. თუმცა, მასში გადახედილი უნდა იყოს ქვეყნებთან ურთიერთობა და აისახოს იმის გაგება, ვისთან და როგორ უნდა ითანამშრომლოს ქვეყანამ თავდაცვის სექტორში“.
სომხეთი პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა გაგება, ვისთან უნდა განავითაროს ქვეყანამ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რა ურთიერთობებს ამყარებს სომხეთი ინდოეთთან, ირანთან, საქართველოსთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან და რუსეთთან.
„უნდა გავიგოთ, რჩება თუ არა ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ა.შ.“, - თქვა ფაშინიანმა.
იმავე ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ОДКБ-მ სომხეთი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მარტო დატოვა თავის პრობლემებთან:
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია ასეთი იყო: სომხეთი არის ОДКБ-ს წევრი, მთიანი ყარაბაღის პრობლემა საერთაშორისოდ აღიარებული კონფლიქტია, ამიტომ სომხეთისთვის უსაფრთხოების პრობლემა არ არსებობს, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაზე. აღმოჩნდა, რომ ОДКБ -მ არათუ არ უზრუნველყო თავისი ნაწილი სომხეთის უსაფრთხოებაში, არამედ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში თქვა: „მოდით, თქვენი პრობლემები თქვენვე გადაჭერით“. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ გარემოში ცხოვრება და შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება“.
რუსეთი და სომხეთი მრავალი წელია მოკავშირეები არიან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. 2023 წლის იანვარში სომხეთმა უარი თქვა მის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებაზე, ივლისში მონაწილეობა არ მიიღო, ბელარუსში ჩატარებულ წვრთნებში, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო ОДКБ-ის მინსკის სამიტს. იმავე წელს სომხეთი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. 2023 წელს სომხეთმა, თავის ტერიტორიაზე, აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა. წვრთნების მიზანი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადება იყო.