ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მთავარი დიპლომატის - სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დანიშნავს ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
53 წლის რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს. ამჟამად ის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრია. მარკო რუბიო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით „ქორად“, ანუ ხისტი პოზიციების გატარების მომხრედ მიიჩნევა, განსაკუთრებით, ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და კუბის მიმართ.
გამოცემა Reuters-ის თანახმად, „უკრაინის კრიზისი რუბიოს დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება.“ ბოლო ინტერვიუებში ის ამბობდა, რომ უკრაინამ უფრო მეტად რუსეთთან მოლაპარაკებების გზების მოძიებაზე უნდა იზრუნოს, ვიდრე ბოლო ათწლეულში რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.
ამასთან, მარკო რუბიო ერთ-ერთი იყო იმ 15 რესპუბლიკელ სენატორთაგან, ვინც აპრილში უკრაინისთვის 95 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პაკეტი 46 დემოკრატის, 31 რესპუბლიკელის და 2 დამოუკიდებელი სენატორის მხარდაჭერით გავიდა.
როგორც დასავლური მედია წერს, რუბიომ ტრამპთან მეკავშირეობის პარალელურად თავისი მკაცრი მიდგომები შეარბილა. „მე არ ვარ რუსეთის მხარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ უკრაინაში ომის დასრულება მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი“, - განუცხადა რუბიომ NBC-ს სექტემბერში.
თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, მარკო რუბიო იქნება პირველი ლათინოამერიკელი, ვინც ამერიკის მთავარი დიპლომატის თანამდებობას დიკავებს.
დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მუშაობას იანვარში, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან.
