„რეალობა ეს არის, რომ ამ დასკვნაში არაფერი საგანგაშო არ არის. ამ დასკვნაში რამდენიმე რეკომენდაცია მოცემულია სულ ახლახან, 2022 წლის მაისში და რეკომენდაციების 99%, რაც მაისში დაიდო, ჩვენ შარშან უკვე შესრულებული გვქონდა, რადგან „იუნესკოს“ ექსპერტებმა იგივე თქვეს. ერთადერთი, დავა მიდის იმაზე, რაზე დავაც უბრალოდ უადგილოა იმიტომ, რომ ეს კედლები ნამდვილად იყო სველი. ამაზე ხომ ვერ ვიდავებთ ვერავინ“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დასკვნაზე, რომელიც გელათის ტაძრის კედლის მხატვრობის შესახებ საერთაშორისო ექსპერტებმა საპატრიარქოს დაკვეთით მოამზადეს. საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო დოკუმენტს რამდენიმე თვის განმავლობაში არ ასაჯაროებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რატომ არ არის საჯარო აღნიშნული დასკვნა, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ მისი მესაკუთრე არც თავად არის და არც სახელმწიფოა.
„ეს დასკვნა დაუკვეთა საქართველოს საპატრიარქომ. შესაბამისად, თუ საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ რომ გამოაქვეყნოს, გამოაქვეყნებს, მაგრამ უკვე გაჟონილია ეს დოკუმენტი. რასაკვირველია, ამ დასკვნას ვიცნობ, ანუ მეც მედო მაგიდაზე თავის დროზე, მაგრამ ეს დასკვნა არ არის ჩემი დაკვეთილი. „დაკვეთილი“ კარგი გაგებით - რომ იწვევ ექსპერტს და ეუბნები, აბა, შემიფასე. ექსპერტები, ვინც ეს დასკვნა დადეს, მოიწვია საპატრიარქომ, მათვე დააფინანსეს, მათი სურვილი იყო გადაემოწმებინათ ის, რაც კეთდება“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
წულუკიანი გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას არ ეთანხმება და ვერ იტყვის, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ფრესკები, რომელთა გამაგრებაც „ვერ მოასწრეს“.
„გაჩერებულია იმიტომ, რომ ძალიან იმძლავრა იმ ადამიანების ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ის, რაც 2021 წლის მარტიდან 2022 ზაფხულისა და სექტემბრის ჩათვლით გაკეთდა, იწვევს კითხვის ნიშნებს მეთოდოლოგიის კუთხით და რომ სჯობს, დაველოდოთ „იუნესკოს“ მისიას ნოემბრის ბოლოს.
მე ღიად მინდა ვთქვა, რადგან თქვენი ეთერის ჩანაწერი ისტორიას დარჩება, რომ მე ამას არ ვეთანხმები, ეს არ იყო შესაჩერებელი. ჩვენ შევჩერდით სექტემბერში, ნოემბრის ბოლო დღეებში ჩამოვა „იუნესკოს“ მისია, ისინი უკვე გვატყობინებენ, რომ დასკვნას ვერ დადებენ იანვრის ბოლომდე და ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. ეს დაუშვებელი მგონია, მაგრამ იყო მოთხოვნა, რომ გავჩერებულიყავით და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გაგვეზიარებინა.
შემოდგომაზე არის ყველაზე მეტი საქმე გასაკეთებელი ხოლმე - როგორც პროფესიონალები გვეუბნებიან და არა არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები, რომლებიც მრავლად გამოუჩნდა გულშემატკივარი გელათს მხოლოდ მას მერე, როდესაც მე ვიყავი პირველი, ვინც დავიწყე ლაპარაკი, მგონი იქ მართლა პრობლემებია მეთქი, ჯერ კიდევ დეპუტატი გახლდით პარლამენტში, 2020 წლის ბოლოს.
იმედი მქონდა, რომ შემოდგომაზე სრულფასოვნად ვიმუშავებდით. ის ნაწილი, სადაც გამომარილებაა, ნამდვილად საფრთხეშია, რადგან ჩვენ გაჩერებულები ვართ, ველოდებით „იუნესკოს“ მისიას. სადაც არ გავჩერდით და მუშაობა შევძელით, საუკეთესო შედეგი გვაქვს.
ჩვენ მაინც უნდა მივყვეთ „იუნესკოს“ ექსპერტებს. თვის ბოლოს ჩამოვლენ, უბრალოდ იანვრის ბოლომდე დასკვნას ვერ დადებენ. მანამდე სამუშაოები შეჩერებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით, თუ როგორ დახვდება გაზაფხულს ის ფრესკები, რომელთა გამაგრებაც ჩვენ ვერ მოვასწარით“, - განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ბრძოლა, რომელიც გელათის გარშემო მიმდინარეობს“, პოლიტიკურია, გარდა იმისა, რომ „ფინანსური თემები“ არსებობს.
„გელათის კედლის მხატვრობა ტენიანობის და ხსნადი მარილების დესტრუქციული არსებობის გამო სერიოზული მიმდინარე დაზიანების და მისი დაკარგვის პროცესშია“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში. შეფასების თანახმად, მიმდინარე დაზიანების გაუარესების სიმძიმის გათვალისწინებით, გადაუდებელი ჩარევები უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული და ჩატარდეს მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში. ზოგიერთი ჩარევა მხატვრობას გაზრდილი საფრთხის ქვეშ აყენებს.